უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მწერალ ზურაბ ქარუმიძის ბრიტანეთში ელჩად შესაძლო გაშვებას ეხმაურება და მწერალს სვანეთის მისამართით გაკეთებული გამონათქვამების გამო აკრიტიკებს.
,,ქარუმიძეს ყოველ მეორე სიტყვაზე ,,ფალოსი“ აკერია პირზე, ეტყობა, თვითონაც გაფალოსდა და ფალოსს, შეიძლება, რამეზე ვეკამათო?! დიახ, პირდაპირ ასე დაწერეთ - ქარუმიძე არის ფალოსი და ჩემი ეს შეფასება გადამოწმებას არ ექვემდებარება“, - აცხადებს ჯაჭვლიანი ,,ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
,,ვინც პარლამენტში ხმას მისცემს ქარუმიძის ელჩად გაშვებას, მე, სოსო ჯაჭვლიანი, ყველას ფალოსს დავუძახებ და მერე არავის ეწყინოს. საქართველოს თუ უნდა ფალოსი ჰყავდეს ელჩად, ეს საქართველოს არჩევანია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ფალოსი საქართველოსაც მეთლ მსოფლიოში წარმოაჩენს როგორც ფალოსს!“, - ამბობს დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ზურაბ ქარუმიძეზე ,,ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები