უკრაინის სამხედრო–პოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის დმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, რუსეთის ჯარმა ყირიმი უკრაინის ჯარისგან 25 მარტამდე უნდა გაათავისუფლოს.
„საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ჯგუფის ოპერატიული ცნობის თანახმად, ყირიმში დისლოცირებულმა რუსულმა საოკუპაციო ჯარმა, მოსკოვიდან ბრძანება მიიღო, რომლის თანახმად, ნახევარკუნძული უკრაინელი ჯარისგან 25 მარტამდე უნდა გათავისუფლდეს“, –განაცხადა ტიმჩუკმა.
მისივე მტკიცებით, სიმფეროპოლში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ჩართულობით სპეცდანაყოფები მზადდება, რომლის მიზანია, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარების დესტაბილიზაციაა.
„სპეცგუფის ძირითად კონტიგენტს, ყირიმში მომუშავე უკრაინის მილიციის ყოფილი თანამშრომლები შეადგენენ, რომლებიც რუსეთის მხარეზე გადავიდნენ“, – აცხადებს ტიმჩუკი.
მასალის გამოყენების პირობები






