უკრაინა, მის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში, ბრძოლას მიიღებს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ტურჩინოვმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრისას განაცხადა, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახური.
„მიუხედავად სიტუაციის მთელი სირთულისა: ეკონომიკურისა და პოლიტიკურისა, უკრაინა თავის ტერიტორიას დაიცავს. ჩვენ ტერიტორიაზე შემოჭრის შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ბრძოლას, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა, და მის დასაცავად სხვა ალტერნატივა არ გაგვაჩნია“, - ხაზი გაუსვა ტურჩინოვმა.
მან დასძინა, რომ ხელისუფლება იმედს ამყარებს, ბუდაპეშტის მემორანდუმის შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიული მთიანობის გარანტორებისაგან ვალდებულებების შესრულბაზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ სიტუაციიდან გამარჯვებული გამოვალთ, და ეს განსაცდელი მხოლოდ განამტკიცებს ჩვენ ხალხსა და სახელმწიფოს“, - აღნიშნა ტურჩინოვმა.
შტაინმაიერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედება ყირიმში - ეს ღია აგრესიაა, ეს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






