რასმუსენი: „ზოგიერთები ჩვენ საზღვართან იარაღს აჟღარუნებენ!“
მსოფლიო - 16:00, 22 Mar, 2014     2459

რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს მივყავართ აზრამდე, რომ ეს ქვეყანა პოზიციას იკავებს არა როგორც პარტნიორი, არამედ როგორც ნატოს მოწინააღმდეგე.

ამის შესახებ, პარასკევს, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა ბრიუსელში ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს რუსეთი იქცევა როგორც არა პარტნიორი, არამედ როგორც ნატოს მოწინააღმდეგე“, - თქვა მან. რასმუსენმა აღნიშნა, რომ ასეთი მდგომარეობა შეშფოთებას იწვევს. ამავდროულად, ის ირწმუნება, რომ რუსეთთან დიალოგის მომხრეა, რათა მასთან სადავო საკითხები გადაწყვიტოს.

„არავის უნდა შეეპაროს ეჭვი ნატოს სიმტკიცეში იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მისი წევრი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ჩვენი პოზიცია მოკავშირეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ურყევია. ეს ასეა და ასე იქნება“, - ხაზი გაუსვა რასმუსენმა.

„აქ გაურკვევლობა არ უნდა იყოს: ჩვენ დავიცავთ მოკავშირეებს“, - დასძინა მან.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ევროპელებს მოუწოდა საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ.

„ჩვენ ვერ გავაგრძელებთ განიარაღებას, მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიო შეიარაღდება, ხოლო ზოგიერთები იარაღს აჟღარუნებენ ჩვენ საზღვრებთან“, - აღნიშნა ფოგ რასმუსენმა.

ვაშინგტონში შეისწავლიან უკრაინული მხარის თხოვნას აღმოუჩინონ კიევს სამხედრო დახმარება აშშ-ის მხრიდან.


მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42