როგორც უცხოური მედია მალაიზიურ ავიაკომპანიის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით იუწყება, ბოინგის ბორტზე განთავსებული იყო ადვილად აალებადი აკუმულატორი.
მალაიზიის ავიახაზების გაუჩინარებულ ბოინგს უკვე რამდენიმე დღეა ავსტრალიის სანაპიროზე ეძებენ.
საერთაშორისო სამაშველო ჯგუფის დასახმარებლად საკუთარი გემები გაგზავნეს დიდმა ბრიტანეთმა და ნორვეგიამ.
ავსტრალიასთან ერთად სამძებრო ოპერაციაში რამდენიმე ამერიკული და ახალი ზელანდიის თვითმფრინავიც მონაწილეობს.
მალაიზიური ბოინგის იდუმალი გაუჩინარებიდან მეცამეტე დღეს ავსტრალიურმა მხარემ თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც შესაძლოა დაკარგული ბოინგის ფრაგმენტები იყოს აღბეჭდილი.
„მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 239 ადამიანი იმყოფებოდა, კუალა ლუმპურიდან პეკინის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა მალე ლაინერმა კურსი შეიცვალა და რადარებიდან გაუჩინარდა.
მასალის გამოყენების პირობები






