ვაშინგტონში განიხილავენ უკრაინული მხარის თხოვნას აშშ-ის მხრიდან კიევისათვის სამხედრო დახმარების შესახებ.
პენტაგონის კომუნიკეში ნათქვამია, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა, უკრაინის თავდავის უწყების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელ იგორ ტენიუხთან სატელეფონო საბრისას განაცხადა, რომ ამერიკული მხარე „აქტიურად განიხილავს უკრაინის თხოვნას სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ“.
გარდა ამისა, პენტაგონის მეთაურმა თავის უკრაინელ კოლეგას შეატყობინა იმის შესახებ, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, გმობს ძალის გამოყენებას რუსეთის მხრიდან და განაგრძობს რუსი სამხედროების ყაზარმებში დაბრუნების მოთხოვნას.
ამასთან, ჰეიგელმა აღნიშნა „უკრაინელი სამხედროების მოთმინება, რომელიც მათ ყირიმში გამოიჩინეს“, ასევე დაარწმუნა ტენიუხი იმაში, რომ „განაგრძობს უკრაინაში მოვლენების განვითარების ყურადღებით დაკვირვებას“, აღნიშნეს პენტაგონში.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






