ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი დაკითხეს. აღნიშნული ინფორმაცია „ნიუპოსტს“ პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც თემურ დოლიძე აცხადებს, მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები და განმარტა, რომ მის მიერ 2005 წლის 3 თებერვალს გამართული ბრფინგის დროს ჟვანიას სიკვდილის მიზეზად ბუნებრივი აირით მოწამვლა იმიტომ დაასახელა, რომ თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ნამწვის სუნი იგრძნობოდა.
„ვადასტურებ ამ ინფორმაციას, მერაბიშვილი ნამდვილად დაიკითხა ჟვანიას და უსუპოვის გარაცვალების საქმეზე.
მერაბიშვილმა ჟვანიას გარდაცვალების შესახებ 3 თებერვალს პირველად ამცნო საზოგადოებას და მომხდარი უბედურ შემთხვევად შეაფასა. ასევე წინასწარ დაასახელა გარდაცვალების მიზეზები, რომ ეს იყო ბუნებრივი აირით მოწამვლით გამოწვეული. ბრიფინგი 2005 წლის 3 თებერვალს, 08.38 საათზე გაიმართა. არადა, ამ დროს ექსპერტიზის დასკვნა, არა თუ დაწერილი, არამედ გვამების გამოკვლევა დაწყებულიც კი არ ყოფილა. ექსპერტიზის ჩატარება 09.00 საათზე დაიწყო", - განაცხადა პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თემურ დოლიძემ.
დოლიძე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით სხვა ყოფილ თანამდებობის პირთა დაკითხვასაც აანონსებს.
"ნიუპოსტი" დეტალების გასარკვევად ვანო მერაბიშვილის ადვოკატსაც დაუკავშირდა. ოთარ კახიძის თქმით, მან ამ ეტაპზე კონკრეტული დეტალები არ იცის, რადგან დაკითხვას არ დასწრებია
პროკურატურამ ექსპერტ ლევან ჩაჩუას, რომელმაც გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გვამს ექსპერტიზა ჩაუტარა, ბრალი გუშინ წაუყენა. საგამოძიებო უწყება მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. ასევე ბრალი წარედგინა ჟვანიას დაცვის უფროსს მიხეილ ძაძამიასაც.
მასალის გამოყენების პირობები






