ექიმების მტკიცებით, თითქმის ყველა დაავადება თუ ნაადრევი სიკვდილი უმთავრესად კვებაზე, რაციონის დაუშვებელ ნაერთებსა და, საბოლოო ჯამში, მსხვილი ნაწლავის დანაგვიანება - დეფორმაციაზეა დამოკიდებული. კვებასთან დაკავშირებული შეცდომები ძალიან სერიოზულია და შესაძლოა მათი ასეთი თანმიმდევრობით ჩამოთვლა:
1. გაძლიერებული კვება ცილებით, რომელიც მცდარი ფესვგადგმული მოსაზრების შედეგია, თითქოს მხოლოდ ცილები ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით. ცილების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში ნაწლავებში მიმდინარეობს ლპობითი რეაქციები და ხდება სისხლისა და მთელი სხეულის მოწამვლა.
2. საჭმლის ხარშვის სწორი მეთოდების არ ცოდნა- ხარშვის პროცესში ზედმეტად ხანგრძლივ დუღილს მოსდევს სასარგებლო მინერალური მარილების აორთქლება და ვიტამინების დაშლა.
3. თეთრი პურის, ფუნთუშეულის, ნამცხვრების, ტკბილეულისა და შაქრის ჭარბად მოხმარება- ეს განაპირობებს მაღალ მჟავიანობასა და კუჭში ნახშირწყლების გამუდმებულ დუღილს. ჩვენს ორგანიზმში ტუტე პროდუქტების ხშირი უკმარისობა შეუძლებელს ხდის მჟავიანობის ნეიტრალიზაციას, რომელიც ცილებით კვებისა და ნახშირწყლების დუღილის პროცესში წარმოიქმნება კუჭში.
4. ზამთარში უმი ბოსტნეულის, მწვანილისა და ხილის მიღებისგან ჯიუტად თავის არიდება, ისინი ხომ უხვად შეიცავენ მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს.
5. ხილის ამოღება რაციონიდან იწვევს კუჭისა და მსხვილი ნაწლავის ქრონიკულ მოდუნებას, რასაც თავის მხრივ წლების მანძილზე ადამიანი მიჰყავს საჭმლის ნარჩენების დაგროვებისა და მთელი ორგანიზმის თვითმოწამვლისკენ.
6. ხორციანი პროდუქტებისა და ცხარე საწებლების სიუხვე, სპირტიანი სასმელებისა და ლუდის ბოროტად გამოყენება- აზიანებს თირკმელებსა და ღვიძლს ჯერ კიდევ 40 წლამდე ასაკში და 15- 20 წლით ამოკლებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.
7. რძე, განსაკუთრებით ძროხის, არასდროს ყოფილა მოზრდილი ადამიანის სასმელად განკუთვნილი. რძის მიღება არ შეიძლება საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. ზოგიერთი ადამიანი ამტკიცებს რომ მხოლოდ რძის მიღებით გააუმჯობესეს საკუთარი ჯანმრთელობა, სინამდვილეში კი რძის დიეტისას გეხმარებათ არა რძე, არამედ შენიღბული შიმშილობა. ამ სასმელის მიღება, განსაკუთრებით პასტერიზებულისა, იწვევს ყაბზობას, რაც ბევრისთვის არ არის ცნობილი. ძროხის რძეში კაზეინი 300 %- ით მეტია, ვიდრე ქალისაში. კაზეინისგან კი სავარცხლებსა და ყველაზე მყარ სადურგლო წებოს ამზადებენ. წინა საუკუნეების მრავალი მკურნალი ამტკიცებდა რომ რძისგან სახსრები ხმება, ხოლო არტერიები მყარდება.
მასალა მომზადებულია active.ge-ს მიერ
მასალის გამოყენების პირობები






