რუსეთის სახელმწიფო დუმის ფინანასური ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარე ნატალია ბურიკინა აცხადებს, რომ ამერიკულმა საგადასახადო სისტემებმა Visa-მ და MasterCard-მა, რომლებმაც ზოგიერთ რუსულ ბანკთან თანამშრომლობა შეწყვიტეს, შესაძლოა დაკარგონ რუსეთში მუშაობის უფლება, იტყობინება „იზვესტია“.
ბანკ БКФ-ს ანალიტიკური სამმართველოს უფროსის მაქსიმ ოსადჩევის აზრით, „ფინანსური კონფლიქტის“ ესკალაცია უკიდურესად საშიშია ორივე მხარისთვის.
მისი თქმით, „არცერთ რუსულ ეროვნულ საგადასახადო სისტემას ამ დროისთვის არ შეუძლია რუსული ბაზრიდან უმსხვილესი საერთაშორისო საგადასახადო სისტემების წასვლის კომპენსირება“.
შეგახსენებთ, რომ საგადასახდო სისტემები Visa და MasterCard წყვეტენ ბანკ „რასიას“ კლიენტებისთვის მომსახურების გაწევას. ბანკის თანამფლობელი იური კოვალჩუკი, უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვა.
მასალის გამოყენების პირობები






