კახა ბექაური განცხადებას ავრცელებს
საზოგადოება - 11:51, 04 Dec, 2012     534

დიდი აჟიოტაჟი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ,,მეცხრე არხზე” რამდენიმე დღის წინ განხორციელებულმა მენეჯმენტის ცვლილებამ. ბუნებრივი იყო ცვლილებაც და ატეხილი აჟიოტაჟიც. მაგრამ ახლა ამაზე არ ვაპირებ საუბარს, ამაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება საუბარი, თუ რატომ იყო ეს ცვლილება და აჟიოტაჟი ბუნებრივი.

ნებისმიერი პროფესია დასაფასებელია და რა თქმა უნდა, არც ერთი პროფესიის ადამიანი სხვა პროფესიის ადამიანზე მაღლა არ დგას და არ არის გამორჩეული. ტელევიზია მაინც განსხვავდება სხვა ბიზნესებისგან და ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია. ფერმაში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც იღებენ მონაწილეობას პროდუქტის წარმოებაში, საზოგადოება არ იცნობს და არც ისინი წარადგენენ თავად ფერმაში წარმოებულ პროდუქტს საზოგადოების წინაშე. ფერმის პროდუქტის შემქმნელი უხილავია მომხმარებლისთვის (საზოგადოებისთვის), მათ ისინი ვერ ხედავენ. ამიტომ პროდუქტი ცუდია თუ კარგი, ამაზე ფერმის თანამშრომელს პასუხისმგებლობა არა აქვს მომხმარებლის წინ
აშე. მისი რეპუტაცია არ ზარალდება. ცუდი პროდუქტის წარმოების შემთხვევაში ზარალდება მხოლოდ ფერმის (კომპანიის, ბრენდის) რეპუტაცია.
ტელევიზიის შემთხვევაში კი საქმე სულ სხვაგვარადაა. ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი (ჟურნალისტები, წამყვანები, გადაცემების ავტორები) ფერმისგან განსხვავებით, თავად წარადგენენ სატელევიზიო გადაცემებსს საზოგადოების წინაშე. საზოგადოება აიგივებს ჟურნალისტებს და წამყვანებს იმ სატელევიზიო პროდუქტთან, რომელსაც ისინი წარადგენენ. საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში ჰგონია, რომ მხოლოდ წამყვანების მიერაა შექმნილი პროდუქტი, გადაცემა, რომლის წამყვანებიც არიან, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტის შექმნაში სხვა თანამშრომელთა წვლილიც არანაკლებია. ეს კარგად ესმით თავად ჟურნალისტებს, წამყვანებს და იმ პროდიუსერებს, რომლებსაც საზოგადოება იცნობს და აიგივებს იმასთან, რასაც თავად ქმნიან და თავადვე წარადგენენ საზოგადოების წინაშე. ამიტომ ამ ადამიანებისთვის, ფერმის თანამშრომლებისგან განსხვავებით, სულერთი არ არის, ცუდ სატელევიზიო პროდუქტს წარადგენენ საზოგადოების წინაშე, თუ კარგს. ცუდი გადაცემის შემთხვევაში, ზარალდება არამარტო სატელევიზიო არხის (ბრენდის) რეპუტაცია და რეიტინგი, არამედ მათიც. შესაბამისად, ტელევიზიაში მომუშავე პროფესიონალები მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ პროდუქტზე და ცდილობენ მეტად ჩაერიონ მის შექმნაში (ხშირ შემთხვევაში, სხვა პროდუქტისაც, რომელიც მათ არხზე გადის), ვიდრე ფერმაში მომუშავე პროფესიონალები. ამის გამოა, რომ ხშირად მათ სურვილი აქვთ ტელეკომპანიის ზოგიერთ სტრატეგიულ გადაწყვეტილებაზეც მოახდინონ გავლენა. ეს ბუნებრივია და ნებიმიერი ტელეკომპანიის მენეჯმენტს, რომელსაც კარგი ტელევიზიის გაკეთება უნდა, ეს უნდა ესმოდეს.
თუ ტელევიზიაში კარგი წამყვანები, ჟურნალისტები და საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილი პროდიუსერები მუშაობენ, ამ ტელეკომპანიის მართვა ძალიან რთულია მენეჯმენტისთვის. მაგრამ სწორედ ეს არის მაღალი ხარისხის პროდუქტის ფასი."- ნათქვამია განცხადებაში.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42