რუსული საფონდო ბაზარი ინდექსების ვარდნით გაიხსნა. აღნიშნავენ, რომ საფონდო ბირჟა РТС-ის ინდექსი 3,07%-ით - 1115,52 პუნქტამდე დაეცა, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსმა კი 2,46% - 1288,08 პუნქტამდე დაიწია.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ რუსული აქციების ბაზარზე, პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის ფონზე, ცოტა რამ თუ შეიცვლება.
შეგახსენებთ,რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც ნებას რთავს, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსული ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიმართ სანქციებს.
„ჩვენ უფრო ხისტ სანქციებზე ვმუშაობთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინაში სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, რუსეთის ფედერაციას იზოლაციამდე მიიყვანს.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






