გაერო: რუსები თავშესაფრის მიღების მსურველებს შორის ლიდერობენ
მსოფლიო - 12:57, 21 Mar, 2014     1925

რუსეთი სირიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს სხვა ქვეყნებში თავშესაფრის მძებნელი მოქალაქეების რაოდენობით. ასეთი მონაცემები მოჰყავს ლტოლვილთა საქმეებში გაეროს სამმართველოს უმაღლეს კომისარს 2013 წლის ახალ ანგარიშში.

რუსებმა 39,8 ათასი განაცხადი გააკეთეს თავშესაფრის მისაღებად.

ანგარიში ეფუძნება ინდუსტრიულად განვითარებული 44 ქვეყნის მონაცემებს - ევროპის 38 ქვეყანა, და ასევე 6 არაევროპული ქვეყანა, რომლებიც შესაბამის სტატისტიკას წარმოადგენენ.

გასულ წელს, თავშესაფრის მძებნელთა რაოდენობით, ავღანეთი ლიდერობდა, ახლა ის მესამე ადგილზეა, რუსეთის შემდეგ.

2013 წელს, ამ 44 ქვეყანას თავშესაფრის თხოვნით მიმართა 612 700-მა ადამიანმა, რაც 28%-ით მეტია 2012 წლის მონაცემებთან შედარებით. ეს რეკორდულად დიდი მაჩვენებელია 2001 წლის შემდეგ.

ანგარიშის ავტორები თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვის ზრდას, სირიელებსა და რუსებს უკავშირებენ.

როგორც გაეროს სამმართველოში აცხადებენ, ადამიანები რუსეთს ტოვებენ ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბული სიტუაციის გამო.



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42