ადვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ ჟვანიას საქმეზე ექსპერტის დაკავება სხვა თემების გადაფარვას ემსახურება.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ ექსპერტის დაკავება არ არის საკმარისი.
"ყველამ თავისი წილი პასუხი უნდა აგოს. მარტო ესპერტი არ არის პასუხისგებაში მისაცემი. ყველამ კარგად იცის, რომ ამ საქმეში ბევრი ადამიანია ჩართული", - აცხადებს მუხაშავრია.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ ექსპერტის დაკავება სხვა თემების გადაფარვას ემსახურება.
"დღეს მე ვფიქრობ ეს არის მცდელობა, რომ გადაიფაროს დიდი ხნის მცდელობა და დაპირება რომ ეს საქმე გაიხსნებოდა", - მიიჩნევს ადვოკატი და დასძენს, რომ "ეს საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრაა".
ექსპერტ ლევან ჩაჩუას, რომელმაც გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გვამს ექსპერტიზა ჩაუტარა, პროკურატურამ ბრალი გუშინ წაუყენა. საგამოძიებო უწყება მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






