რას ემსახურებოდა შუაღამის ბრიფინგი და დაკითხვა - ექსპერტის შეფასება
სამართალი - 10:06, 21 Mar, 2014     3049
ექსპერტი იურიდიულ საკითხებში ლევან ალაფიშვილი, გვიან ღამით გაკეთებულ პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ექსპერტ ლევან ჩაჩუასთვის ბრალის წაყენებას ეხება.
ალაფიშვილს უცნაურად ეჩვენება ის ფაქტი, რომ 2 საათით ადრე დაკიხვიდან გამოშვებული ექსპერტს დაკავების გადაწყვეტილებას მიადევნებენ.
"342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით?... მდაა ... ნუთუ არავინაა გონიერი, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიღებამდე კარგად განიხილონ.
ეს ქმედება განეკუთვნება ნაკლებადმძიმე დანაშაულის კატეგორიას, სანქციით ჯარიმა ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ პუნქტებით გამოძიება უნდა შეწყდეს, ხოლო სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს ან უნდა შეწყდეს: (ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა; (ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა: (ბ) ექვსი წელი სხვა, ნაკლებადმძიმე დანაშაულის ჩადენიდან;
ამჟამინდელი პარლამენტის მიერ მიღებული, 2012 წლის 28 დეკემბრის სკანდალური ამნისტიის მე-3 მუხლით ასე დადგინდა: გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზღრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (...) ამნისტიის ამ მუხლით 342.1. მუხლი გამონაკლისებში არ არის.
2005 წლის 3 თებერვლლიდან გასულია 6 წელი - გასულია ხანდაზმულობის ვადაც და არსებობს ამნისტიის აქტიც. არსებობს დევნისა თუ გამოძიების შეუძლებლობის ერთდროულად 2 საფუძველი.
რა მიზანს შეიძლება ისახავდეს ეს წინასწარ განწირული გადაწყვეტილება გამოცანად რჩება. შესაძლოა სანაცვლოდ აღიარებითი ჩვენება თუ გამოძიებისთვის სხვაგვარი დახმარება და პრემიერის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფორმალური საფუძვლის შექმნა ვიხილოთ? კი მაგრამ, ასეთ სერიოზულ საქმეზე, ასეთი "დახმარების" სამართლებრივი "ფასი" თუ "წონა" ხომ უმნიშვნელო და არასერიოზულია.
შუაღამისას ბრიფინგის მოწვევა იმ განზრახვით ხომ არ დაიგეგმა, რომ კოდექსებისა და კანონებზე ფიქრისთვის დრო არ დარჩენოდა საზოგადოებას და "ტკბილად" დაეძინა. ისიც უცნაურია ბრიფინგამდე 2 საათით ადრე დაკითხვიდან გამოშვებულ ექსპერტს დაკავების გადაწყვეტილებას რომ მიადევნებენ“, - ამბობს ალაფიშვილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42