პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 20 მარტს, უკრაინის მოვლენების გამო, სანქციების ქვეშ მოხვედრილი რუსი ბიზნესმენებისა და ჩინოსნების სია გააფართოვა. ამის შესახებ მან განაცხადა გამოსვლის დროს, რომლის ტრანსლირებაც თეთრი სახლის საიტზე ხდებოდა. სანქციების სრული სია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სანქციების ქვეშ, კერძოდ, აღმოჩნდნენ: პრეზიდენტის თანაშემწე ანდრეი ფურსენკო, კრემლის ადმინისტრაციის მეთაური სერგეი ივანოვი, ბიზნესმენი იური კავალჩუკი, „სპრავედლივაია რასიას“ ლიდერი სერგეი მირონოვი, სახელმწიფო დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი, ბიზნესმენი გენადი ტიმჩენკო, „რუსეთის რკინიგზის“ მეთაური ვლადიმერ იაკუნინი, სახლმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი ჟელეზნიაკი, ბიზნესმენები არკადი და ბორის როტენბერგები. სანქციები ბიზნესმენების მიმართ „რუსეთის ხელისუფლების ახლო წრიდან“ შემოღებულ იქნა „რუსეთის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირისათვის მატერიალური თუ სხვაგვარი დახმარების“ გაწევასათან დაკავშირებით, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შეტყობინებაში.
გარდა ამისა, სანქციებს იღებენ ბანკ „რასიას“ მიმართ, რომელსაც იური კავალჩუკი ფლობს.
სიაში შეყვანა გულისხმობს აქტივების გაყინვასა და საზღვარგარეთ საკუთრების ბლოკირებას.
სიის ახალი ფიგურების უმრავლესობა მითითებული იყო პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის სტატიაში, რომელიც მანამდე, ხუთშაბათს გაზეთ New York Times-ში გამოქვეყნდა.
სულ, ახალ სიაში შევიდა 20 უკრაინელი და რუსი ჩინოსანი და ოლიგარქი. წინა ჯერზე, 17 მარტს, სანქციები 11 კაცის წინააღმდეგ შემოიღეს. ამდენად, უკრაინული კრიზისის გამო, ვაშინგტონის სანქციების ქვეშ მოყვა 31 რუსი თანამდებობის პირი და ბანკი.
ობამამ ასევე განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც აშშ-ს ნებას რთავს, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსული ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიმართ სანქციები შემოიღონ.
ამასთან, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა ამერიკელი ჩინოსნების მიმართ საპასუხო სანქციების შესახებ. სიაში, კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ეროვნულ უსაფრთხოებაში კეროლაინ ატკინსონი, სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწეები დენიელ პფაიფერი და ბენჟამინ როდსი, ასევე სენატორები ჯონ მაკკეინი, დენიელ კოუტსი, მერი ლენდრიუ და ჰარი რიდი არიან. სანქციებს იღებენ ნაცვალგების საფუძველზე, ჩინოსნებისა და კანონმდებლების ანალოგიური რაოდენობის მიმართ“, ხაზი გაუსვეს უწყებაში. ამასთან, საიტზე აშშ-ის ხელისუფლების მხოლოდ ცხრა წარმომადგენლის სახელია მოყვანილი.
მასალის გამოყენების პირობები






