აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც ნებას რთავს, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსული ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიმართ სანქციებს.
„ჩვენ უფრო ხისტ სანქციებზე ვმუშაობთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ უკრაინაში სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, რუსეთის ფედერაციას იზოლაციამდე მიიყვანს. „რუსებმა უნდა იცოდნენ, და პუტინს უნდა ესმოდეს, რომ უკრაინელებმა არ უნდა აირჩიონ დასავლეთსა და რუსეთს შორის“, - ხაზი გაუსვა მან.
ამერიკის სანქციები საბანკო აქტივების დაბლოკვას და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს.
ახალ სიაში სულ 20 ადამიანი - უკრაინელი და რუსი ჩინოვნიკები, ოლიგარქები, ასევე ბანკი “როსსიაა”.
გარდა ამისა, ობამას თქმით, მან კონგრესს მოუწოდა მიიღონ ზომები უკრაინისათვის დახმარების გასაწევად.
მასალის გამოყენების პირობები






