გამოძიების ვერსიის დამანგრეველ მტკიცებულებას დავუტოვებდი კბილაშვილს სეიფში? -ზოდელავა
სამართალი - 15:08, 20 Mar, 2014     1670
ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა პროკურატურის განცხადებას ეხუმაურება, სადაც ნათქვამია, რომ ჟვანიას კადრები ზოდელავას სეიფში იქნა აღმოჩენილი.

ზოდელავა პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს.

„ჟვანიას საქმის გამოძიება დასრულდა ჩემს პროკურორად დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე. ჟვანიას საქმეში იყო გარკვეული დელიკატური მომენტები, რის გამოც მისი საქმის ნაწილი ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში - მთავარი პროკურორის კაბინეტის სეიფში. ეს იყო სისხლის სამართლის საქმის ნაწილი და აქ იყო არა მარტო შემთხვევის ადგილზე გადღებული ფოტომასალა, არამედ შემდგომი ექსპერტიზის და სხვა პროცედურების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. წელიწადნახევრის წინ, ისევე როგორც ჩემი კაბინეტი, ისე ეს სეიფები და მასალები გადაეცა მთავარ პროკურორს. აბსურდულია ლოგიკა, რომელსაც დღეს პროკრატურა ახმაურებს. თუ არსებობდა გამოძიების ვერსიის დამანგრეველი მტკიცებულებები, მე ამას დავტოვებდი სეიფში და დაუტოვებდი კბილაშვილს?“, - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

პროკურატურაში დღეს გამართულს ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდგომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეო მასალა აღმოჩენილი იქნა ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას სამუშაო ოთახში განთავსებულ სეიფში საქმისგან განცალკევებით. ზოდელავა ამ დროისთვის მთავარ პროკურატურაში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით იკითხება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42