თაღლითობისთვის საჯარო მოხელეები დააკავეს
სამართალი - 11:36, 20 Mar, 2014     2145
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო თანხების თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, შპს „ავტომობილი 2003“-ის დირექტორი გელა შეყილაძე პასუხისგებაში მისცეს. ხოლო, სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, პასუხისგებაში მიცემულ იქნენ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის, ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსი გიორგი არჩვაძე და ამავე სამსახურის სპეციალისტები, დავით დანელია და თამაზ ბაღაშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2012-2013 წლებში რუსთავის მერიასა და შპს „ავტომობილი 2003“-ს შორის, რუსთავის ტერიტორიაზე არსებული ქუჩების დაგვა – დასუფთავების და ნარჩენების გატანის თაობაზე, ხელშეკრულება გაფორმდა, რა დროსაც, საწარმოს მხრიდან თვითმმართველი ქალაქ რუსთავისთვის წარდგენილ საანგარიშსწორებო დოკუმენტებში, ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ზედმეტად იქნა ნაჩვენები 119 275 ლარის მომსახურების გაწევა. ტენდერის პირობების თანახმად, შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლი ევალებოდა რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსს გიორგი არჩვაძეს და ამავე სამსახურის სპეციალისტებს, დავით დანელიას და თამაზ ბაღაშვილს. აღნიშნულის მიუხედავად, მათ არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები, რითაც შპს „ავტომობილი 2003“-ის ხელმძღვანელებმა ისარგებლეს და ქალაქ რუსთავის საბიუჯეტო თანხებს თაღლითური გზით დაეუფლნენ.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, და 342-ე მუხლებით, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 6 დან 9 წლამდე.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42