ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც ზოდელავამ “მოდულის” შენობაში შესვლამდე განაცხადა, ის დაკითხვაზე შპს “ბურჯის” საქმეზეა დაბარებული.
“მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება თავის ყველა მოვალეობას, მოვედი, რომ გამოძიებას გავცე პასუხი. ე.წ. “ბურჯის საქმე” ჩემთვის ცნობილია მედიიდან, როგორც ვიცი, რომ არის რამდენიმე ბრალდებული გამოკვეთილი და ისინი გირაოს ქვეშ იმყოფებიან”, - განაცხადა ზოდელავამ. ამასთან, ყოფილი მთავარი უარყოფს, რომ გასულ კვირას დააკავეს. “მე მქონდა ერთკვირიანი ვიზიტი უკრაინაში, იქ ყალიბდება გარკვეულ რეფორმატორთა ჯგუფი, რომელშიც მეც მოვიაზრებოდი. სწორედ ამ მიზნით მივდიოდი უკრაინაში, მაგრამ როგორც კი გადავკვეთე საზღვარი, შემომივიდა გამომძიებლის ზარი და მან მთხოვა, რომ გამოვცხადებულიყავი დაკითხვაზე. ამის შემდეგ მე გავაუქმე ჩემი ვიზიტი და დავბრუნდი საქართველოში, რათა მივსულიყავი საგამოძიებო უწყებაში”, - განაცხადა ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები






