სასამართლოს განმარტება „სამალავების საქმეზე“
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სამალავების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ: "2014 წლის 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა სამეგრელოს რაიონში აღმოჩენილი ე.წ. სამალავების საქმეზე ბრალდებულების, ამჟამად, ძებნაში მყოფი საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მეგის ქარდავასა და საქართველოს შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის კოხტა კოდუას, ასევე დანარჩენ ბრალდებულთა: საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის კუდ-ის ყოფილი უფროსის რუსლან შამახიას, ამავე სამინისტროს ყოფილი მუშაკის დავით ჩაგინავას, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის მე-3 სამმართველოს ყოფილი უფროსის კობა თოდუას, თემურ უბირიას, საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი თანამშრომლების: პაატა ქირიას, გიორგი ბულიას, გურამ ჭითანავასა და ირაკლი ახალაიას მიმართ. სახელმწიფო ბრალდებამ მათ ბრალი დასდო: თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ - მეგის ქარდავას (ორი ეპიზოდი), კოხტა კოდუას (ორი ეპიზოდი), რუსლან შამახიას, დავით ჩაგინავას (ორი ეპიზოდი), კობა თოდუას (ორი ეპიზოდი), ხოლო თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დაზარალებულისათვის სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია - პაატა ქირიას, გიორგი ბულიას (ორი ეპიზოდი), გურამ ჭითანავას, ირაკლი ახალაიას. სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში ე.ი. სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებულ ფორმით, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჯგუფურად და დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით - მეგის ქარდავას (ორი ეპიზოდი), კოხტა კოდუას (ორი ეპიზოდი), რუსლან შამახიას, დავით ჩაგინავას (ორი ეპიზოდი), კობა თოდუას (ორი ეპიზოდი), თემურ უბირიას (ორი ეპიზოდი). წამებაში - ე.ი. პირისათვის ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც თავისი ხასიათით ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რომლის მიზანია ინფორმაციის, მტკიცებულების ან აღიარების მიღება მის ან მესამე პირის მიერ ჩადენილი ან სავარაუდოდ ჩადენილი ქმედებისათვის, მოხელის მიერ, თავისუფლება შეზღუდული, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ - მეგის ქარდავას (ორი ეპიზოდი), კოხტა კოდუას (ორი ეპიზოდი), რუსლან შამახიას, დავით ჩაგინავას (ორი ეპიზოდი), კობა თოდუას (ორი ეპიზოდი). საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლი 182 მე-3 ნაწილის ,,დ" ქ/პ თანახმად, სასამართლომ დანაშაულის მსხვერპლთა ინტერესების დაცვის მიზნით, სხდომები დახურულად გამოაცხადა. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 31 სასამართლო სხდომა. დაიკითხა ბრალდების 24 და დაცვის 19 მოწმე. თბილისის საქალაქო სასამართლომ დახურულ სხდომებზე საქმის არსებითი განხილვისას საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ბრალდებულების მიმართ განაჩენი დაადგინა. რუსლან შამახია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, გამართლდა წარდგენილ ბრალდებებში და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით, ბრალდებულებს: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას, კობა თოდუასა და დავით ჩაგინავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3-3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვათ; პაატა ქირიას, გურამ ჭითანავასა და გიორგი ბულიას საბოლოოდ, 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა; ირაკლი ახალიას 2 წლითა და 3 თვით, ხოლო თემურ უბირიას დანაშულთა ერთობლიობით 7 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. განაჩენი მსჯავრდებულების მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც გასამართლდნენ დაუსწრებლად, მათი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე", - ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






