ომბუდსმენმა მთავარ პროკურორს რეკომენდაციით მიმართა
სამართალი - 17:33, 18 Mar, 2014     1838
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პროკურორს პოლიციის მიერ ბრალდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების შესწავლის წინადადებით მიმართავს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბარში ბრალდებულმა ბ.კ-მ განმარტა, რომ 2013 წლის 2 დეკემბერს, 06:00 საათზე მეგობართან ერთად მიემგზავრებოდა თბილისში, ამ დროს ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოძრავ სამარშრუტო ტაქსს გადაეღობა ორი ავტომობილი, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები (ერთ-ერთი იყო უბნის რწმუნებული) გადმოვიდნენ და მას და მის მეგობარს სამარშრუტო ტაქსიდან გადასვლა მოსთხოვეს. არ განუმარტეს რის საფუძველზე აკავებდნენ, იძულებით გადაიყვანეს სამარშრუტო ტაქსიდან და ცალ-ცალკე ჩასვეს ავტომანქანებში. დაკავებულები გადაიყვანეს შსს-ს ქუთაისის საქალაქო სამმართველოში, სადაც შეიყვანეს სხვადასხვა ოთახებში, არც ოჯახის წევრებთან და არც ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა არ მისცეს. "ბ.კ-მ შეხვედრისას აღნიშნა, რომ სამმართველოს შენობაში იმყოფებოდა თითქმის 24 საათის განმავლობაში და მთელი ამ პერიოდის მანძილზე მასზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან. ბ.კ-მ განმარტა, რომ მის ცემაში მონაწილეობდა პოლიციის 5-6 თანამშრომელი, რომლებიც მას ღირსების შემლახავი მეთოდებით აიძულებდნენ ეღიარებინა ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ლომბარდის გაქურდვის ფაქტი. აღიარებითი ჩვენების მიცემას დაკავებული დათანხმდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიიღო დაპირება, რომ მის მეგობარს – ზ.ზ-ს გაათავისუფლებდნენ. ზ.ზ, მეგობრის აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ მოგვიანებით მართლაც გაათავისუფლეს. საქმესთან დაკავშირებით შესწავლილი დოკუმენტაციიდან ირკვევა რომ ბ.კ-ს ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში მიყვანის დროს მართლაც აღენიშნებოდა დაზიანებები. ბ.კ-ს მიმართ განხორციელებულ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს მისი მეგობარი ზ.ზ-ც. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქმედებები შესაძლოა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, რის გამოც წინადადებით მიმართავს მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით", - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42