პუტინმა და მისმა მარიონეტებმა „ყირიმის რუსეთთან შეერთების შეთანხმებას“ ხელი მოაწერეს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ყირიმის უმაღლესი საბჭოს მეთაურმა კონსტანტინოვმა, ყირიმის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ აკსენოვმა და სევასტოპოლის წარმომადგენელმა ალექსეი ჩალიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ყირიმის მიღებაზე და ფედერაციის ახალი სუბიექტების შექმნას რუსეთში.
პუტინმა აღნიშნა, რომ ყირიმის საკითხს ისტორიული მნიშვნელობა აქვს. რეფერენდუმი ჩატარდა საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. მისი შედეგი, ციფრები უკიდურესად დამაჯერებელია. თუ რატომ გააკეთეს ყირიმელებმა ასეთი არჩევანი, ამის გასაგებად, საჭიროა ისტორიის ცოდნა. საერთო კულტურა და ისტორია აერთიანებს უკრაინას, ბელორუსსა და რუსეთს, თქვა პუტინმა. ყირიმი რუსეთის საბრძოლო დიდების სიმბოლოა.
მასალის გამოყენების პირობები






