სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმეზე მიმალვაში მყოფ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
ხოლო უდანაშაულოდ იქნა ცნობილი რუსლან შამახია, რომელიც დარბაზიდან გათავისუფლდება.
მოსამართლე გიორგი დარახველიძე კიდევ 11 ბრალდებულის განაჩენს ამ წუთებში აცხადებს.
სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების, ანუ ე.წ. კასრების საქმეზე პასუხისგებაში 13 პირი იყო მიცემული, მათ შორის მეგის ქარდავაც. ბრალდებული პირების იდენტიფიცირება მოხდა სამეგრელოში შენიღბულად მოწყობილ, სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი ვიდეოფირების საშუალებით. ფირებზე აღბეჭდილია ასევე სექსუალური ხასიათის დანაშაული. ამ სისხლის სამართლის საქმეებზე დადგენილია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების: მეგის ქარდავას, კოხტა კოდუასა და დავით ჩაგინავას ბრალეულობა. მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
მასალის გამოყენების პირობები






