2014 წლის 17 მარტს, ავტონომიური რესპუბლიკა ყირიმის უმაღლესი რადის უმაღლესმა შემადგენლობამ „დამოუკიდებელი ყირიმის“ შესახებ დადგენილება მიიღო.
ამის თაობაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რეფერენდუმის არაკონსტიტუციურობას: „დაარღვია კონსტიტუციის პრინციპები უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის შესახებ და უკრაინის კონსტიტუციით დადგენილ უფლებამოსილებას გადააჭარბა... “ - ნათქვამის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი მკაფიოდ დააფიქსირა საკონსტიტუციო სასამართლომ. სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტიელბის საფუძველზე უკრაინის რადამ ვადაზე ადრე შეუწყვიტა უფლებამოსილება ყირიმის რადას.
ოფიციალური კიევი ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმს პლებიცისტს უწოდებს და აღნიშნავს, რომ არაერთი ფაქტი მეტყველებს პლებიცისტის არადემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებაზე. „რეფერენდუმის“ გამართვით კი დაირღვა საერთაშორისო ნორმები.
„იმის გათვალისწინებით რომ ყირიმის დამოუკიდებლობა აღიარებული იქნა არალეგიტიმური ორგანოს მიერ ანტიკონსტიტუციური რეფერენდუმის გამართვის გზით, რითაც რეფერენდუმის ჩატარების ყველა საერთაშორისოდ ცნობილი ნორმა და სტანდარტი დაირღვა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო დაბეჯითებით მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას თავი შეიკავოს რესპუბლიკა ყირიმის აღიარებისგან“ - ნათვქამია საგარეო საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






