რა საუბარი შედგა ობამასა და პუტინს შორის ყირიმის რეფერენდუმის შემდეგ
მსოფლიო - 02:25, 17 Mar, 2014     6113

ამერიკული მხარის ინიციატივით სატელეფონო საუბარი შედგა ვლადიმერ პუტინსა და ბარაკ ობამას შორის, - ამის შესახებ კრემლი იტყობინება.

როგორც ოფიციალური მოსკოვის განცხადებაშია აღნიშნული, გრძელდება უკრაინაში კრიზისის სხვადასხვა ასპექტების განხილვა.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს პრეზიდენტთან საუბრისას ყურადღება გამახვილა კიევის ხელისუფლების უუნარობაზე. მათივე განმარტებით, პუტინმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კიევს არ აქვს სურვილი ალაგმოს ულტრანაციონალისტური და რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც ქმნიან არასტაბილურ გარემოს და ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას, ,,მათ შორის რუსულენოვან ჩვენს თანამემამულეებს“, - ნათქვამი კრემლის განცხადებაში.

ამ კონტექსტში განიხილება უკრაინაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა, რომელიც რუსეთს პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს უკრაინის ყველა რეგიონში.

რაც შეეხება ყირიმის რეფერენდუმს, პუტინმა აქცენტი გააკეთა, რომ რეფერენდუმი შეესაბამებოდა ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას და გაეროს წესდებას, მათ შორის ითვალისწინებდა კოსოვოს პრეცედენტს. ამასთან, ნახევარკუნძულზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდა თვითგამორკვევისა და თავისუფალი ნების გამოხატვის გარანტირებული უფლება.

რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა აღნიშნა, რომ მიუხედავად განსხვავებული შეფასებებისა, დაუყოვნებლივ უნდა გამოინახოს გზები უკრაინაში სიტუაციის სტაბილიზებისთვის.

თავის მხრივ აშშ-ს პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს ზამთრის პარაოლიმპიადის წარმატებით ჩატარება უსურვა და მასში მონაწილეებს მიესალმა.

აშშ არ ცნობს რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც კვირას ყირიმში გაიმართა.

"ჩვენ არ ვაღიარებთ" რეფერენდუმს", რომელიც დღეს უკრაინის რეგიონში - ყირიმში გაიმართა. ეს რეფერენდუმი ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას. საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს იმ რეფერენდუმის შედეგებს, რომელიც ჩატარდა ძალადობისა და დაშინების საფრთხის ქვეშ, ასევე რუსეთის სამხედრო ჩარევის შედეგად, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს " - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი გადაწყვეტილება უკრაინის მომავალის შესახებ არ უნდა იქნას მიღებული უკრაინის ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე.

"რუსეთის ქმედებები სახიფათო და ხელს უწყობს დესტაბილიზაციას," - განაცხადა განაცხადი თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42