ტელეკომპანია "Россия 24" -ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ყირიმის რუსეთთან მიერთებას ხმის მისაცემად მისული მოსახლეობის 93-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.
ყირიმში დღეს ჩატარებულ რეფერენდუმზე ორი კითხვა იყო გატანილი, რომელთაგან არც ერთი არ ითვალისწინებდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ამჟამინდელი სტატუსის შენარჩუნებას.
პირველი შეკითხვა ასეთი იყო: უჭერთ თუ არა მხარს ყირიმის შეერთებას რუსეთთან, რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ სუბიექტად? მეორე კითხვა კი, ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში ფორმალურად დარჩენას გულისხმობს და იგი შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული: მხარს უჭერთ თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის ამოქმედებას და ყირიმის, როგორც უკრაინის ნაწილის სტატუსს?
ყირიმში რეფერენდუმის ჩატარებასა და მის შედეგებს არც უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს, გარდა რუსეთის, სირიის, ვენესუალასა და ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკისა.
წინასწარი შედეგებით, რომლის დათვლაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა მოახერხეს, 93%-მა ყირიმის მოსახლეობის მისცა ხმა ყირიმის ნახევარკუნძულის რუსეთთან შეერთებას და მხოლოდ 7%-მა დაუჭირა მხარი უკრაინასთან შეერთებას. თუმცა, ყირიმის ნახევარკუნძლის 20%-ს შეადგენენ ყირიმელი თათრები და მათმა 90%-მა უარი თქვა რეფერენდუმში მონაწილეობაზე, რაც საეჭვოს ხდის წინასწარი მონაცემების პროცენტებს.
მასალის გამოყენების პირობები






