უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს სამართლებრივი პოზიცია, საბჭოთა კავშირის ქონებისგაყოფის დროს, უკრაინის ეროვნული ინტერესების დასაცავად.
,,მე გთხოვთ, მიიღოთ გადაუდებელი ზომები, სამართლებრივი პოზიციების ჩამოყალიბებისთვის, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საბჭოთა კავშირის ოქნების გაყოფისას“, - განაცხადა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.
სხდომის მიმდინარეობისას, იაცენიუკმა დააზუსტა საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდრე დეშიცისთან, მოაწერა თუ არა უკრაინამ ხელი რუსეთთან ნულოვან ვარიანტს, რაზეც მან უარყოფითი პასუხი მიიღო.
,,ასე, რომ ფაქტრიუად, არ არის დასრულებული საბჭოთა კავშირის ქონების გაყოფა. უკრაინას აქვს ლეგიტიმური და კანონიერი პრეტენზია რუსეთთან მიმართებაში, რომელიც ამ უკანასკნელმა უკანონოდ მიითვისა“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






