ესპანეთის სასამართლომ ქართველი „კანონიერი ქურდი“ გაათავისუფლა
სამართალი - 17:39, 16 Mar, 2014     6823

ესპანელმა სამართალდამცველებმა კახა შუშანაშვილი 2010 წელს ბარსელონაში დააკავეს და ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაში დასდეს ბრალი.

კახა შუშანაშვილის გათავისუფლების საფუძველი ესპანური კანონმდებლობით არსებული 4-წლიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლა გახდა. უფრო კონკრეტულად, ის ფაქტი, რომ ესპანელმა სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს კახა შუშანაშვილის ბრალდების საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები მოეპოვებინათ და საბრალდებო დასკვნა დაეწერათ.

თავდაპირველად, ესპანეთის პროკურატურამ კახა შუშანაშვილს პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 50 ათასი ევროს გადახდა შესთავაზა, რაზეც ბრალდებულმა უარი განაცხადა. საბოლოოდ, შუშანაშვილი, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრობაში ედებოდა ბრალი, სასამართლომ პატიმრობა გირაოთი შეუცვალა, ოღონდაც, ფინანსური გარანტიების გარეშე გაათავისუფლა.

კახა შუშანაშვილის საქმის სასამართლო განხილვა მართალია, გრძელდება, თუმცა, როგორც მისი ქართველი ადვოკატი ნანა ფრიდონაშვილი აცხადებს, საქმეს პერსპექტივა არ აქვს, რადგანაც, როგორც მისი ესპანელი ადვოკატები ირწმუნებიან, ესპანეთის პროკურატურამ ვერ მოახერხა ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება.

კახა შუშანაშვილის ქართველმა სამართალდამცველებმა 2011 წელს სსკ-ის 223 პრიმა მუხლით კანონიერი ქურდობასა და ასევე, გამოძალვაში დაუსწრებლად დასდეს ბრალი და ის ინტერპოლიც წითელი ცირკულარით იძებნებოდა. მისი საქმე ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია, სადაც მისი განხლვა გაურკვეველი ვადითაა გადადებული.

შუშანაშვილის ქართელი ადვოკატის ნანა ფრიდონაშვილის განცხადებით, მან მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა, კახა შუშანაშვილის, რომელიც საქართველოს მოქალაქია, უსაფრთხოების დაცვაზე იზრუნოს ესპანეთში საქართველოს საელჩომ. რადგანაც, როგორც ადვოკატი აცხადებს, მოსალოდნელია, კახა შუშანაშვილს ესპანეთში პროვოკაცია მოუწყონ, რის გამოც, ის კვლავ აღმოჩნდეს საპატიმროში.

მოხდება თუ არა კახა შუშანაშვილის საქართველოში ექსტრადირება ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგანაც, როგორც ნანა ფრიდონაშვილი აცხადებს, მან საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა ამ შეკითხვით, რაზეც პასუხი არ მიუღია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42