ბრიტანეთის ხელისუფლება პოლიტიკურინ ინიციატივით გამოდის და „დიდ რვიანს“ სამიტის ჩატარების ადგილად ლონდონს სთავაზობს, სოჭის ნაცვლად. ამ ინფორმაციას, გერმანული ჟურნალი Der Spiegel ავრცელებს. შეხვედრა G7 ფარგლებში გაიმართება პუტინის გარეშე. გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთის ინიციატივას სხვა ქვეყნები დადებითად შეხვდნენ. G7 სამიტში ბრიტანეთის გარდა შედიან გერმანია, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კანადა და შეერთებული შტატები.
საფრთხის ქვეშ დადგა რუსეთ-გერმანიის მოლაპარაკებებიც, რომელიც ლეიპციგში აპრილში უნდა გამართულიყო. გერმანიის ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მოლაპარაკებების მაგივრად, შესაძლოა, „მცირე და ცივი“ შევხედრა შედგეს.
„დიდმა რვიანმა“ სოჭში სამიტის გამართვა მაშინ გააპროტესტა, როცა რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს ყირიმში ჯარების შეყვანის უფლება მისცა.
მასალის გამოყენების პირობები






