კიევის ხელისუფლება ადასტურებს, რომ უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში რუსული სამხედრო დესანტი მოიგერია.
ინფრომაციას ამის შესახებ ,,BBC“ ავრცელებს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს, ყირიმთან ახლოს ხერსონის ოლქში, რუსს სამხედროებს ჰქონდათ მცდელობა, ოთხი სამხედრო ვერტმფერინისა და სამი ჯავშანტრანსპორტიორის მეშვეობით დესანტი გადაესხათ.
უკრაინის თავდაცვის უწყება ადასტურებს, რომ რუსული დესანტის მცდელობა სასწარფოდ იქნა აღკვეთილი, რაშიც ჩართული იყო ავიაცია, სახმელეთო ძალები და საჰაერო დესანტი.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვს პროტესტით მიმართავს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ”უკრაინა უფლებას იტოვებს, მიმართოს ყველა ძალისხმევას იმისათვის, რომ შეწყდეს ქვეყანაში რუსეთის მხრიდან სამხედრო შემოჭრები”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთს ხელისუფლებას კიევის ამ განცხადებას ამ დრომდე არ გამოხმაურებია.
მასალის გამოყენების პირობები






