უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის განცხადებით, უკრაინასა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი ხელმოწერილი იქნება 2014 წლის 21 მარტს.
გარდა ამისა, იაცენიუკის თქმით, „ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ მზადაა განიხილოს ერთმხრივი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე უკრაინული ნაწარმის დაშვების შესახებ“.
„კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსეთს. ჩვენ პარტნიორული ურთიერთობები გვჭირდება და ჩევნ ხელი გავუწოდეთ რუსეთს. რუსეთმა სანაცვლოდ ტანკები, არტილერია და იარაღი გამოგვიწოდა. იმედი გვაქვს, რომ ეს დრამატული კრიზისი არა უკრაინა-რუსულ ურთიერთობებში, არამედ გლობალური უსაფრთხოების კრიზისი, რუსეთის აგრესიით პროვოცირებული, შეჩერებულ იქნება, ჩვენ დავბრუნდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - აღნიშნა იაცენიუკმა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






