აკრძალული ნივთებით სარგებლობისთვის პატიმრებს ბრალი წარედგინათ
სამართალი - 23:58, 14 Mar, 2014     1837
აკრძალული საგნის შენახვა-სარგებლობის ფაქტზე სამ მსჯავრდებულსა და ერთ ბრალდებულს ბრალი წარედგინა აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სასჯელაღსრულების სამინისტრო ავრცელებს.
„2014 წლის 13 მარტს, მსჯავრდებულებს კ.მ.-ს, პ.ჩ.-სა და რ.ბ.-ს, ასევე ბრალდებულ ს.რ.-ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ აკრძალული საგნის შენახვისა და სარგებლობის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.
გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15-ე დაწესებულების მსჯავრდებული პ.ჩ. ფარულად ინახავდა ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც 2014 წლის 20 თებერვალს, ხანგრძლივ პაემანზე გასვლის წინ პოლიეთილენის პარკში მოათავსა და საგუშაგოს მიმართულებით გადაიტანა. დადგენილი წესით ჩატარებული შემოწმება-დათვალიერებისას დაწესებულების თანამშრომლებმა მსჯავრდებულს ალკოჰოლური სასმელი ჩამოართვეს. 2014 წლის იანვარში N15-ე დაწესებულების მსჯავრდებულები კ.მ. და რ.ბ. ფარულად ინახავდნენ და ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარდნენ ფსიქოტროპულ ნივთიერებას. მსჯავრდებულები შემოწმების მიზნით ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც ლაბორატორიული კვლევების შედეგად ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი დაუდგინდათ.
რაც შეეხება ბრალდებულ ს.რ.-ს, გამოძიების თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8-ე დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ეტაპირებისას ჩატარებული შემოწმების დროს, ბრალდებულს შარვლის ჯიბეში ფულის ერთი კუპიურა, 100 ევრო აღმოუჩინეს.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42