კერძოდ, ,,საქალაქო სასამრათლოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლის 1 დკემბერს საქალაქო სასამართომ არ დააკმაყოფილა ზურაბ მიქაძისთის პატიმრობის სახით აღმკვეთი ღნისძიების შეფარდება და მას 16 ათასი ლარის სახით გირაო შეეფარდა. შუამდგომლობისას დაცვის მხარემ მოითხოვა პატიმრობის არშეფარდება და განაცხადა, რომ მისთვის შეფარდებულ სისხლის სამართის კოდექსის ორ მუხლზე გასულია სასამართლოს ხანდაზმულობა. სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები, მიქაძე არის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული, არ არის ნასამართლევი, აქვს მუდმივი საცხოვრებელი და ჰყავს ოჯახი, დროულად გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოებში, არ არსებობს მისი მიმალვის და გამოძიების პროცესში ჩართლ პირებზე ზემოქმედების საფრთხე, ან მისი მხრიდან ახალი დანაშუალის ჩადნის საფრთხე.
ამასთან, 2012 წლის 2 დეკემბერს საქალაქო სასამართომ არ დააკმაყოფილა თენგიზ გუნავას მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდება და მას შეეფარდა გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით. გუნავას შემთხვევაში სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი გარემოებები: წინა დაპატიმრების დროს გუნავას შეეფარდა გირაო, რომლის პირობები არ დაურღვევია, პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა, ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, მისი მხრიდან არ ჰქონდა ადგილი გამძიებისთვის ხლის შეშლის ფაქტს, არ არის საფრთხე პროსეცში მონაწილე პირებზე ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადნეის’’-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






