14 მარტს, რუსული აქციების ბაზარზე ვაჭრობა წამყვანი ინდექსების დაცემით დაიწყო. ასე რეაგირებენ ინვესტორები უკრაინაში რუსულ აგრესიაზე. მოსკოვი ფართო ეკონომიკური სანქციების რისკის ქვეშაა.
რუსული საფონდო ინდიკატორები ასე დაბლა არ დაცემულან ხუთი წელია - 2009 წლის შუიდან, როდესაც ეკონომიკა გლობალური კრიზისის შედეგებისაგან აღდგენას მხოლოდ იწყებდა.
„ძირითად საფრთხედ რჩება უკრაინაში კონფლიქტის პოტენციური ესკალაცია, რომელმაც შეიძლება მომდევნო თვეების განმავლობაში მოსკოვის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ინდექსით დაახლოებით 1000 პუნქტით დაწევა გამოიწვიოს“, - ციტირებს სააგენტო РБК „საინვესტიციო პალატის“ აქტივების მმართველს ალექსანდრე ვოლინსკის.
შეგახსენებთ, რომ 17 მარტს ცნობილი გახდება ყირიმის რეფერენდუმის შედეგები და სანქციების დეტალები, რომლებსაც რუსეთის მიმართ აშშ და ევროკავშირი შემოიღებენ.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






