დონეცკში ნატოს ჯარისკაცები გამოჩნდნენ
მსოფლიო - 13:07, 14 Mar, 2014     5570

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მებრძოლები, ამ მომენტისთვის, დონეცკში იმყოფებიან. ამის შესახებ გამოცემა „დონეცკიე ვესტი“ იტყობინება.

გამოცემის კორესპონდენტი წერს, რომ დონეცკში ჰიპერმარკეტ აშანში მოულოდნელად შეხვდა მყიდველთა ნაკადს - ნატოს სამხედროები პროდუქტებს იძენდნენ. ყველა მათგანი საველე ფორმაში იყო გამოწყობილი.

კორესპონდენტი აღნიშნავს, რომ ეს პროფესიონალი სამხედროები არიან, დაახლოებით 25-დან 40 წლამდე ასაკის. გადაადგილდებიან ორიდან ხუთ კაცამდე ჯგუფებად. ძირითადად ყიდულობენ კვების პროდუქტებს, სპირტიან სასმელს არ იღებენ.

„ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლები ბანანებს აწონინებდნენ, ფრანგები ფრანგულ საფირმო ყველს ყიდულობდნენ, სამხედროებში დიდი პოპულერობით სარგებლობს ჰიპერმარკეტის საკუთარი საცხობი და მინერალური წყალი. ისინი მონდომებით ყიდულობდნენ ქართულ და უკრაინულ მინერალურ წყლებს. სპირტიანი სასმელების განყოფილებაში არც ერთი ფორმინაი არ ყოფილა. მხოლოდ ორმა სამხედრომ (სავარაუდოდ პოლონელებმა) ჟურნალისტს სთხოვეს მიესწავლებინა, სად შეიძლებოდა უალკოჰოლო ლუდის პოვნა“, - გადმოსცემს კორესპონდენტი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯგუფების შემადგენლობებში სხვადსხვა ქვეყნის წარმომადგენლებს თავისი სამხედრო ემბლემები და განმასხვავებელი ნიშნები აქვთ. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები.

„როსტოვის მიმართულებიდან რუსული ჯარების შემოჭრის საფრთხის პირობებში, სახელმწიფოების ასეთი ჭრელი ნაკრები ძალიან გონივრული ჩანს. ყველამ იცის, რომ ნებისმიერი აგრესია ბრიტანელი სამხედროს წინააღმდეგ ავტომატურად იწვევს მისი უდიდებულესობის ყველა შეიარაღებული ძალის საპასუხო დარტყმას. აშშ ამ პრაქტიკას კიდევ უფრო კატეგორიულ ფორმაში იყენებს - აშშ-ის მოქალაქეზე თავდასხმა არ შეიძლება დაუსჯელი დარჩეს მთელი არმიის ომში გაგზავნაც რომ გახდეს საჭირო. ნატოს ბლოკის სხვა წევრების წარმომადგენლები ამ სურათს კიდევ უფრო აძლიერებენ. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე დარტყმის ნებისმიერი მცდელობა, ავტომატურად გამოიწვევს აგრესორის ომს ალიანსის ყველა სახელმწიფოსთან“, - ხაზს უსვამს კორესპონდენტი.

მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://donetskie.com/novosti/2014/03/13/plan-putina-nakrylsya-soldaty-nato-uzhe-v-donetske


მომაზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42