,,უკრაინის კრიზისიდან გამოსვლა შესაძლებელია პოლიტიკური დიპლომატიური გზებით“, - დარწმუნებულია გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
,,ამასთან ერთად ტერიტორიული მთლიანობა უკრაინის არ შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. იმ დროს, როცა რუსეთი არღვევს უკრაინის სახელმწიფოებრივ ერთობას“, - ხაზი გაუსვა კანცლერმა, რომელმაც, ყირიმში, რუსეთის მოქმედებას ანექსია უწოდა.
მის აზრით, პრობლემის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საჭიროა სამ საფეხურიანი კომბინაცია: დიალოგი მოსკოვსა და კიევს შორის, უკრაინის ახალი ხელისუფლების დახმარება და სანქციები, თუ რუსეთი არ გადახედავს თავის პოზიციას ყირიმთან მიმართებაში.
ინფორმაციას ,,ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მერკელმა რუსეთი დაადანაშაულა საერთაშორისო სტაბილურობის დარღვევაში. კანცლერის სიტყვებით, ,,დიდი გაურკვევლობის ფაზაში უკრაინაში რუსეთი თავის თავს ავლენს არა როგორც პარტნიორი სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის მეზობელ სახელმწიფოში, რომელთანაც მას აქვს მჭიდრო კულტურული, ისტორიული და ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ ის ცდილობს, გამოიყენოს მოცემული მომენტისთვის მეზობლის სისუსტე“.
ამასთან ერთად, გერმანიის ლიდერმა განაცხადა, რომ არაკორექტულად მიაჩნია, ყირიმის სიტუაციის შედარება კოსოვოსთან. მისი აზრით, ის ვითარება არანაირად არ შეედრება უკრაინის დღევანდელ მდგომარეობას.
მერკელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ის არ ელოდება რუსეთის მხრიდან გერმანიისთვის გაზის მოწოდებაზე შეფერხებას, რადგან შეთანხმებები რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშიებით გრძელვადიანი პერსპექტივით არის ხელმოწერილი.
,,ჩვენ რუსეთიდან ვიღებთ გაზის 35%-ს და ეს ჩვენ არ გვხდის დამოკიდებულს“, - განაცხადა მერკლემა და დასძინა, რომ გარდა ამისა, ამ ყველაფერში არის რუსეთის ეკონომიკური ინტერესებიც.
მასალის გამოყენების პირობები






