უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და ხარკოვის მერის გენადი კერნესის წინააღმდეგ აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობა მოითხოვა.
როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, შინაპატიმრობის მოთხოვნის გადაწყვეტილება მიიღო გამომძიებელმა, რომელმაც დაკითხა გენადი კერნესი.
,,დღეს ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება და იქნა მიღებული გადაწყვეტილება, აღმკვეთ ღონისძიებად ხარკოვის მერისთვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ. გამომძიებელმა უკვე მიმართა სასამართლოს აღნიშნული შუამდგომლობით“, - აღნიშნა გენპროკურორმა.
მახნიცკიმ შეახსენა ჟურნალისტებს, რომ გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას, ხარკოვში, ევრომაიდანის ორი მონაწილის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით.
,,გატაცება განახორციელა ადამიანთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღავნელობდა ხარკოვის მერი. პარასკევს გაიმართება პეჩერსკის სასამართლო სხდომა, რომელმაც უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება კერნესისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ“, - განაცხადა მახნიცკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






