სამართალდამცავმა სტრუქტურებმა მოამზადეს ყველა დოკუმენტი უმაღლესი რადას მიერ გადაყენებული ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადაციისთვის. მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 4 მუხლით, მათ შორის დევნილი ექსპრეზიდენტი ბრალდებულია მასობრივ მკვლელობებში, სახელმწიფო ქონების დატაცებასა და ძალაუფლების არაკონსტიტუციურ მითვისებაში.
ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ მახნიცკიმ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
,,მიღებული ოპერატიული ინფორმაციიდან გამომდინარე, იანუკოვიჩი 4 მარტიდან იმყოფება რუსეთის ფედრაციის ტერიტორიაზე. შესაბამისად, გაცემულია მოთხოვნა ინტერპოლის მიერ მის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების შესახებ. ამ მომენტისთვის მომზადებულია ყველა საჭირო დოკუმენტაცია იანუკოვიჩის ექსტრადაციისთვის და ჩვენ ველოდებით ინტერპოლის შესაბამის პასუხს“, - განაცხადა მახნიცკიმ.
გენერალური პროკურორის ინფორმაციით, მიმდინარეობს, აგრეთვე, იმ პირების დადგენა, რომლებიც იანუკოვიჩს უკრაინის დატოვებაში დაეხმარნენ.
მასალის გამოყენების პირობები






