ფედერაციის საბჭომ უკრაინაში ჯარების შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება კანონდარღვევით მიიღო, - ინფორმაციას ,,ლენტა.რუ“ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ჟურნალისტებმა გააანალიზეს პირველი მარტის რიგგარეშე სხდომის ვიდეო ჩანაწერი. ჩანაწერში, რომელიც გამოქვეყნებულია რუსეთის ფედერაციის საბჭოს ტელეარხზე, ჩანს, რომ რეგისტრაციის შემდეგ, სხდომაზე, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ჯარების შეყვანის შესახებ, ქვორუმი არ იყო, რის შემდეგაც, სხდომის თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკო აცხადებს, რომ სენატორების ნაწილმა დააგვიანა და ითხოვეს მათი ხმების მიერთება კენჭისყრის შედეგებზე. ერთი წუთის შემდეგ, დარეგისტრირებულების რაოდენობა აღმოჩნდა არა 78, არამედ 85 სენატორი - ერთი სენატორით მეტი, ვიდრე საჭიროა მინიმალური ქვორუმისთვის. ამის შემდეგ მატვიენკომ სხდომა გახსნილად გამოაცხადა.
აღსანიშნავია, რომ რუსული არმიის შეყვანას უკრაინაში მხარი დაუჭირა 90 სენტორმა. რეგლამენტის თანახმად, უნდა ჩატარებულიყო დამატებითი რეგისტრაცია. სენატორების პერსონალური ბარათები, რომლებმაც რეგისტრაციაში გავლა დააგვიანეს, უნდა ყოფილიყო დაბლოკილი კენჭისყრის განმავლობაში, რაც ბუნებრივია, არ მომხდარა.
ეს არის რეგლამენტის დარღვევა, რაც შესაძლოა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სარჩელის შეტანის საბაბი.
მასალის გამოყენების პირობები






