ხუთშაბათს, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრებთან ოპერატიულ თათბირზე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კოლეგებს შეთავაზა განეხილათ „არაგეგმიური საკითხი“ - მომავალი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში.
პუტინმა გაიმეორა მანამდე კრემლის მიერ გაცხადებული პოზიცია და უკრაინაში არასტაბილურ სიტუაციას „შიდაუკრაინული კრიზისი“ უწოდა, რომელშიც რუსული მხარე ჩარეული აღმოჩნდა.
„ჩვენ დღეს ერთი გეგმიური და ერთი არაგეგმიური საკითხი გვაქვს - ესაა რუსეთის ფედერაციის ურთიერთობის განვითარება ცენტრალური ამერიკისა და კარიბის აუზის ქვეყნებთან. ხოლო მეორეა - რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ იმ მოვლენებს, რომლებიც უკრაინის, ყირიმის და ყველაფერ იმის გარშემო შეიქმნა, რაც ამ რთულ პრობლემას ეხება, რომელიც, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი მიზეზით არ წარმოიშვა. ეს კრიზისი წარმოიშვა და ჩვენ ასე თუ ისე ჩართული ვართ მასში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს, უპირველესყოვლისა, შიდა უკრაინული კრიზისია. ჩვენ ყველას გვესმის, რომ სამწუხაროდ ჩვენ ამ მოვლენებში ასე თუ ისე ჩართულნი აღმოვჩნდით“, - ციტირებს კრემლის პრეს-სამსახური რუსეთის პრეხიდენტის სიტყვებს.
მან შეთავაზა ეფიქრათ თემაზე, „როგორ გავმართოთ ურთიერთობები ჩვენ პარტნიორებსა და მეგობრებთან, უკრაინასთან და ჩვენ სხვა პარტნიორებთან ევროპასა და შეერთებულ შტატებში“.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






