გილოცავ, ყირიმის მომავალ მიერთებას, შენ, საცოდავო მოზეიმე უმრავლესობავ - ბორის აკუნინი
პოზიცია - 19:48, 13 Mar, 2014     11270

საკითხის ფასი

მე ახლა უკრაინაზე არ ვფიქრობ. უფრო სწორად, უკრაინაზეც ვფიქრობ, რა თქმა უნდა, მონათესავე, მაგრამ მაინც სხვა ქვეყანაზე, რომელსაც თავისი გზა აქვს. ვუსურვებ ამ ქვეყანას ყველაფერ კარგს. მან თავისი ვაჟკაცობითა და სისხლით დაამტკიცა, რომ ის - ქვეყანაა. ვფიქრობ, მას ყირიმის გარეშეც ყველაფერი კარგად ექნება. დასავლეთი დახმარებას არ დაიშურებს, რათა უკრაინა დემოკრატიული ფასეულობების „ვიტრინად“ აქციოს. ყირიმელები კი, ალბათ, მწარედ ინანებენ, რომ გამოეყვნენ.

მაგრამ ახლა, მე, საკუთარი ქვეყნის - რუსეთის მომავალი უფრო მაფიქრებს.

ის მუქ ფერებში ჩანს.

მე მინდა ვკითხო იმ თანამემამულეებს, რომლებსაც ძალიან უხარიათ წინასწარ გადაწყვეტილი, ყირიმის მიერთება (ასეთები, ეტყობა, უმრავლესობაა): პატივცემულო უმრავლესობავ, თუ გესმის, რა დაგვიჯდება ეს ნადავლი?

არა?

შედეგად იმისა, რომ რუსეთმა სხვა სახელმწიფოში შეიყვანა საკუთარი სამხედრო ნაწილები („ღვთის რჩეული“ პუტინი რაც არ უნდა ცრუობდეს), მოხდება შემდეგი:

- რუსეთი ჯერ აღმოჩნდება პოლიტიკურ იზოლაციაში, შემდეგ ეკონომიკურშიც. ფული გაედინება საზღვარგარეთ, არ იქნება ინვესტიციები, ჩვენს გაზს და ნავთობს მსოფლიო მალე მოუძებნის შეცვლელს, ასე, რომ სათბობით მიღებული ზემოგების დრო დამთავრდება.

- ყველაფერი ეს, კუპეში სამხედრო ხარჯების გარდაუვალ ზრდასთან ერთად, მოიტანს ეკონომიკისა და რუბლის ვარდნას. შემდეგ კი, ალბათ, გაუქმდება მისი კონვერტირებადობა. ასე, რომ ანტალიასთან, ეგვიპტესთან და ტაილანდთან მალე მოგვიწევს განშორება.

- მკვეთრად გაძვირდება იმპორტირებული საქონელი, ბევრი უბრალოდ გაქრება.

- სავალუტო მარაგი დიდხანს არ გვეყოფა. ხელფასებისა და პენსიების გასტუმრებისთვის მთავრობა ჩართავს საბეჭდ დაზგას. ეს მიგვიყვანს ინფლაციასთან და ფასების კიდევ უფრო ზრდასთან. მიუხედავად ამისა, საბიუჯეტო მოხელეებს მაინც ვერაფრით ვერ გადავუხდით... და სახელმწიფო გაკოტრდება.

- მზარდი უკმაყოფილების ჩასაცხრობად, რეჟიმს მოუწევს, იმოქმედოს უფრო მკაცრად, უფრო უკანონოდ. ინტერნეტი გახდება კასტრირებული და ცენზურას დაქვემდებარებული, რომ არაფერი ვთქვათ ჩვეულებრივ მედიაზე. პოლიტპატიმრების რიცხვი დროდადრო გაიზრდება, და ამ კატეგორიაში მოხვდებიან პოლიტიკისგან შორს მდგომი ადამიანები. ნებისმიერი პროტესტი გახდება დასჯადი.

- დიახ, ყირიმის ავანტურის წყალობით პუტინი გაინაღდებს უვადო ძალაუფლებას. განაჩენს საკუთარი თავისთვის. შემდეგ მას, უბრალოდ, შეეშინდება გადადგომის. მაგრამ ეს უვადობა იქნება ხანმოკლე. ისიც ცნობილია ყველაფერი ეს რითი დამთავრდება. როცა არ არსებობს გაკოტრებული რეჟიმის შეცვლის ლეგალური მექანიზმი, ირთვება რევოლუციური.

ხოლო რევოლუცია მრავალეროვან ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღიც აქვს, საშინელებაა.

მე არავის არ ვაშინებ და არც ყვავივით ვჩხავი. სამწუხაროდ, ყველაფერი ეს არა თუ დაუჯერებელი, არამედ პრაქტიკულად გარდაუვალია. თუ რა თქმა უნდა სასწაული არ მოხდა.

ერთი სიტყვით, გილოცავ, ყირიმის მომავალ მიერთებას, შენ, საცოდავო მოზეიმე უმრავლესობავ.

Корреспондент.net





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42