ფილარეტმა ამის შეახებ პრეს-კონფერენცაზე განაცხადა და რუსეთის საპატრიარქოსაც მიმართა.
„სიმართლე არამხოლოდ იმაშია, რომ რუსეთმა დაარღვია ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება, არამედ დაუშვა პრეცედენტი, რომ სხვებმაც არ მიაქციონ ყურადრება საერთაშორისო ხელშეკრულებას. ყირმში არსებული სიტუაციის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ რუსეთის ეკლესიის მიმართაც: მაინტერესებს თქვენ ხართ ღმერთთან ერთად, თუ ხელისუფლებასთან. თუკი თქვენ ხელისუფლების გვერდზე ხართ, რომელიც უკანონკობას სჩადის, ესე იგი თქვენ არ ხართ ღმერთთან ერთად. ვთხოვთ ამერიკას, ბრიტანეთს, ევროპის სხვა ქვეყნებს არ მისცენ რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის უფლება, ასევე მივმართავთ ნატოს, რომ დაიცვას ჩვენი ტერიტორია. კარგად ვიცით, რომ რუსეთი ყირიმზე არ გაჩერდება. ჩვენ კარგად ვიცით მათი მადა და ის რომ ყირიმის შემდეგ დანარჩენი უკრაინა იქნება“, - განაცხადა უკრაინის პატრირქმა.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






