თეა თუთბერიძე იმ მოწმეების დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს, რომლებმაც ბაჩო ახალაიას ადვოკატის გოგა ონიანის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. საუაბრია Dj რემბოს, ტოლიაშვილისა და თამარ ბაშარაძეზე, რომლებიც სხვადასხვა დროს დანაშაულებრივი ქმედებისთვის პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი.
თეა თუთბერიძე თამარ ბაშარაძის ადვოკატის მეირ ,,ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსზე საუბრობს, სადაც ადვოკატი ადასტურებს, რომ ბაშარაძეს გოგა ონიანის ზეწოლით არ მიუცია ჩვენება და მან თავად აღიარა დანაშაული.
,,როგორც იცით პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ადვოკატის გიორგი ონიანის წინააღმდეგ დაიწყო პოლიტიკური დევნა. ამის აშკარა მაგალითია წელიწადნახევრის წინ, ვინმე დავით შათირიშვილის მიერ მთავარი პროკურორის სახელზე დაწერილი განცხადება, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა, დაემუქრნენ ოჯახის წევრების დაჭერით და ა.შ. და ამ ყველაფერს, ის, განცხადებაშიდაც და მოგვიანებით უკვე მოწმედ დაკითხვის დროსაც ჰყვება გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს უფროს ჯაბა მაღლაფერიძეზე, რომელიც ამჟამად მუშაობს სასჯელაღსრულების სამინისტროში. ცოტა ხნის წინ კი პროკურატურამ ამ ყველაფერში ბრალი დასდო ბაჩო ახალაიას ადვოკატს გიორგი ონიანს, იმის ნაცვლად, რომ თუ რასაც შათირიშვილი ამბობდა სიმართლეს შეესაბამებოდა, ბრალი წაეყენებინათ ჯაბა მაღლაფერიძისთვის.
იცით ისიც, რომ სასამართლომ მტკიცებულებების არქონის და უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა გიორგი ონიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით.
იმედგაცრუებულ პროკურატურას ამის შემდეგ ასპარეზზე გამოჰყავს ვინმე DJ რემბო, რომელიც ამბობს, რომ მას, გიორგი ონიანმა ჩაუდო ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა.
აღსანიშნავია, რომ დავით შათირიშვილი, სანამ მას გლდანი-ნაძალადევის პოლიცია მარიხუანის შეძენა შენახვისთვის დააკავებდა, რამოდენიმეჯერ არის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის და ზემოქმედების ქვეშ ყოფნისთვის (ეს მონაცემები შეუძლია შსს-მ ამოიღოს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური ცენტრიდან). ასევე იგი წლების წინ არის ნასამართლევი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. რაც შეეხება ვინმე DJ რემბოს, თბილისში ლამის ბავშვებმაც კი იციან, თუ რა შემხებლობა ჰქონდა მას როგორც ნარკოტიკებთან, ასევე ექსტაზთან, რომელსაც იგი კლუბებში ჰყიდდა.
პროკურატურას ამის შემდეგ ასპარეზზე შემოჰყავს ვინმე ტოლიაშვილი, რომელმაც მოკლა 25 წლის ბიჭი გვარად ხერგიანი, რისთვისაც მას მიესაჯა სასამართლოს მხრიდან პატიმრობა და ეხლა უჩივის გიორგი ონიანს, რომ თითქოსდა მას, ონიანმა, მკვლელობა დააბრალა.
პროკურატურას იმდენად უნდა გიორგი ონიანი ჩასვას ციხეში, რომ მკვლელების, ნარკომანების და ნარკობარიგების გამოყენებასაც კი არ თაკილობს მის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ, ასპარეზზე შემოიყვანეს ვინმე თამარ ბაშარაძე, რომელმაც ამბობს, რომ გოგა ონიანმა აწამა, წიხლი ჩაარტყა მუცელში, მერე სანთელით ხელი დაუწვა და ამ ფორმით აღიარებინა თითქოს მას არჩადენილი დანაშაული.
ცნობისთვის, თამარ ბაშარაძე გასამართლებულია და სასჯელს იხდიდა მკვლელობისთვის. მან მეუღლესთან ერთად მოკლა საკუთარი დაქალი მზია ბორტიშვილი, ანგარებით 20 000$-ის გამო და გვამი ჟინვალის წყალსაცავში გადააგდო.
წუხელ გვიან ღამით გამოჩნდა, ამჟამად შვეიცარიაში მყოფი ადვოკატი ინგა ქებურია, რომელიც, როგორც ირკვევა, ყოფილა თამარ ბაშარაძის ადვოკატი. მან facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა შემდეგი შინაარსის სტატუსი:
"Inga Keburia
დაკავების მომენტიდან ვიყავი თამარ ბაშარაძის ადვოკატი... რომელთანაც საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა ჩემი თანდასწრებით... არავითარ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას მის მიმართ არათუ გოგა ონიანის არამედ არცერთი პოლიციელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია...პირადად მომიყვა თამარ ბაშარაძე, თუ როგორ მოკლეს დაზარალებული ფულის გამო და როგორ წაიღეს გვამი და გადააგდეს ხრამში მან და მისმა მეგობარმა მამაკაცმა...თვითონ მომიყვა თუ სად დამალა ოქროები, რომელიც მოხსნა დაზარალებულს...იმდენად გაოგნებული ვიყავი, რომ ვკითხე ეს რატომ გააკეთე მეთქი... ერთადერთ მიზეზად მეგობარი მამაკაცი დაასახელა...მან გამაკეთებინაო... მეფიცებოდა, მე არ დამიხრჩვია დახრჩობით მაგან დაახრჩოო...
მინდა ყველამ იცოდეთ არანაირად არ ვარ გოგა ონიანის დამცველი და საერთოდ არ ვიცნობდი გოგა ონიანს, მაგრამ ეს არის სიმართლე რომლის თვითმხილველიც მე ვარ...და ვალდებულად ვთვლი თავს, საზოგადოებამ იცოდეს რეალობა. თამარ ბაშარაძემ თვითონ მიუთითა პოლიციას გვამის ადგილსამყოფელი, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა კიდეც გვამი...
PS. მოგვიანებით გავაკეთებ დეტალურ განცხადებას...."
მინდა მოვუწოდო შსს და პროკურატურას, გოგა ონიანის პოლიტიკური ნიშნით დევნას, მის წინააღმდეგ მკვლელების, ყაჩაღების და ნარკობარიგების გამოყენებას, კრიმინალებს სდიეთ და დაიცავით მოქალაქეები იმ კრიმინალებისგან, რომლებიც ციხიდან გამოუშვა ამ ხელისუფლებამ და ამ დღეს ხელისუფლების უპასუხისმგებლო ნაბიჯის წყალობით, არაერთი მოქალაქე გახდა მსხვერპლი უკვე ამ ციხიდან გამოყრილი კრიმინალებისა!“, - აცხადებს თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე.
მასალის გამოყენების პირობები






