პრემიერი - ციხეებში განუკითხაობასა და უკონტროლობას არ დავუშვებთ
სამართალი - 13:54, 13 Mar, 2014     1571
საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა რომ ახალმა მთავრობამ ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა აღკვეთა,- "კიდევ ყველაფერი, ბოლომდე რიგზე არ არის“.
ამის შესახენ პრემიერმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ ციხეებში ვითარება უნდა დალაგდეს.
"ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: სასჯელაღსრულების დაწესებულება თავისუფლების შეზღუდვისთვის არის და არა იმისთვის, რომ პატიმრებს სული ამოხადო, როგორც ეს ხდებოდა სულ ცოტა ხნის წინ. მე შეგნებულად არ მინდა დღეს გავიხსენო ის, რაც ამ სისტემაში ხდებოდა და რამაც საბოლოოდ მთელი საზოგადოება შეძრა და დათრგუნა. ჩვენი ხელისუფლება ამას აღარ დაუშვებს, მაგრამ არავის ჰქონდეს იმის იმედი, რომ ციხეებში განუკითხაობასა და უკონტროლობას დავუშვებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მან კარგად იცის, რამხელა მოლოდინია ხალხში ახალი ხელისუფლების პოლიტიკური გუნდის მიმართ. "ჩვენ ვიკისრეთ ეს პასუხისმგებლობა და, დამერწმუნეთ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მოლოდინი გავამართლოთ", - დასძინა ღარიბაშვილმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42