უკრაინის პრემიერი ფიქრობს, რომ პუტინს „მთელი უკრაინის დაპყრობა“ სურს
მსოფლიო - 12:21, 13 Mar, 2014     1345

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი უშვებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირველი სცენარია „ყირიმის მფლობელობაში აღება ამა თუ იმ ფორმით“. მაგრამ ის შეიძლება უფრო შორსაც წავიდეს: „რუსეთს სხვა სცენარიც აქვს - როგორ დაიპყროს მთელი უკრაინა, მათ შორის უკრაინის დედაქალაქიც. ყველაფერი დამოკიდებულია მის (პუტინის) პერსონალურ მიზნებზე“.

ამის შესახებ იაცენიუკმა ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში, აშშ-ში საქმიანი ვიზიტისას, 12 მარტს განაცხადა.

თავის მხრივ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, იაცენიუკთან შეხვედრისას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ პუტინმა იცის, რას მიაღწევს რუსეთი ასეთი ქმედებით, ვინაიდან ის, ცხადია, მხოლოდ აფუჭებს ურთიერთობას უკრაინასა და ევროპასთან მომავალში.

„მე ვფიქრობ, რომ, ბოლოს და ბოლოს, ეს არც რუსეთის ინტერესებშია“, - თქვა მან. ამერიკელი პრეზიდენტის აზრით, რუსეთის ფედერაცია პირიქით, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის ევროპულ არჩევანს, არამედ უნდა იფიქროს გაერთიანებულ ევროპასთან ვაჭრობასა და ეკონომიკური კავშირების გამყარებაზე.

„ეს რუსეთს ძლიერს გახდის, და არა - სუსტს. მაგრამ, ნათელია, რომ ბატონ პუტინს რამდენადმე სხვა აზრი აქვს ამის შესახებ“, - თქვა ობამამ.



მოამზადა ლევან ებრალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42