ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას მომავალ კვირას, ბრიუსელში გააფორმებს, როდესაც ევროპის საბჭოს საგანგებო სამიტი ჩატარდება.
ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერმინისტრმა გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.მოლაპარაკება, მათ დღეს ბერლინში გამართეს.
პრესკონფერენციაზე ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაგმეს ის რაც ხდება უკრაინაში, რუსეთს მოუწოდეს უფრო კონსტრუქციული როლი ითამაშოს და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც ტუსკი, ასევე გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, სანქციების მეორე ფაზა გარდაუვალი იქნება.
ტუსკმა განაცხადა, რომ ლიდერები თანხმდებიან ყველაზე მთავარ საკითხებზე, პირველი, რომ უკრაინაში რთული სიტუაციაა და რუსეთთან კრიტიკული ურთიერთობების დრო არის და მესამე ყველაზე მთავარი, რომ აუცილებელია ბრიუსელმა, დაანახოს რუსეთს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას ევროკავშირი არ შეეგუება.
მასალის გამოყენების პირობები






