ძებნის ოპერაციის შედეგად, რომელსაც აწარმოებდა იაკუტია-ამურის ოლქის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, 28 ნოემბერს შეძლეს მიეკვლიათ ორი მეთევზსთვის და ორივე მათგანი გაყინვისგან უმძმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს.
შეკითხვაზე, თუ სად იმყოფებოდა დარჩენილი ორი მეთევზე, მათ პასუხი ვერ გასცეს.
ამის შემდგომ, ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი დაკარგული მეთევზე, რომლის თავის ქალა და ძვლები დაჩეხილი იყო ნაჯახით, ხოლო მისი ძვლები იყო გამოხრული.
პოლიცია მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ დასკვნების გაკეთებისგან კანიბალიზმის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა ისინი ამ ვერსიას არ გამორიცხავენ.
ექსპერტიზის დასკვნით, მამაკაცი, რომლის ძვლებიც იქნა ნაპოვნი, სავარაუდოდ, არ ყოფილა მოკლული, ის შეჭამეს სიკვდილის შემდეგ.
გადარჩენილი მეთევზეები გადაიყვანეს ტინდის ადგილობრივ საავადმყოფოში, საიდანაც ცოტა ხანში გაუჩინარდნენ.
პოლიციამ დაადასუტრა მათი ხელმეორედ დაკარგვის შესახებ და იძლევიან პირობას, რომ სულ მალე საზოგადოებას დაწვრილებით ინფორმაციას მიაწვდიან. არსებობს კიდევ ერთ ვერსია, რომ ისინი სათევზაოდ არ იმყოფებოდნენ, არამედ ტაიგაში ოქროს ეძებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






