რუსი მხასიობი სერგეი ბეზრუკოვი სოციალური ქსელის მეშვეობით წერს, რომ ყირიმელებს სრული უფლება აქვთ, საკუთარი მოსაზრება გამოხატონ რეფერენდუმზე და გადაწყვიტონ სურთ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება.
"მეკითხებიან, ხელი მოვაწერე თუ არა უკრაინასა და ყირიმში ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის პოლიტიკის მხარდამჭერ წერილს. დიახ, მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ძალიან მიყვარს უკრაინა, ყირიმი. თუ ახლა უკრაინაში პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ყირიმელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ უნდათ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნება, ვფიქრობ, მათ სრული უფლება აქვთ გამოხატონ საკუთარი მოსაზრება რეფერენდუმში. მხოლოდ მათ აქვთ უფლება იყვნენ თავიანთი მომავლის ბატონ-პატრონები. პირველად 60 წლის განმავლობაში ყირიმელებს ჰკითხეს საკუთარი აზრი და თავს არ ახვევენ სხვის ნებას. ასე რომ, მიეცით მათ საშუალება, თავად გასცენს ამ შეკითხვას პასუხი", - წერს სერგეი ბეზრუკოვი „ფეისბუქის“ გვერდზე.
მისივე თქმით, ის ომის წინააღმდეგია და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ომი არ არის და არც იქნება.
"შექმნილ სიტუაციაში რეფერენდუმი ერთადერთი შანსია ყირიმში შექმნილი სიტუაციის მშვიდობიანად გადასწყვეტად", - ამბობს ბეზრუკოვი.
ცნობისთვის, კრემლის აგრესიული კურსის ღია მხარდაჭერის გამო ქართულმა მხარემ თბილისში ბეზრუკოვის სპექტაკლი გააუქმა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ელიტის ნაწილმა მათ შორის ნიკოლოზ ცისკარიძემ, ზურაბ წერეთელმა და თავად ბეზრუკოვმა გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსწონთ პუტინის პოზიცია და ამართლებენ მის ანტიუკრაინულ პოლიტიკას.
ნინა შადური
მასალის გამოყენების პირობები






