16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის გარდაცვალების ახალი დეტალები
სამართალი - 17:42, 12 Mar, 2014     10006

16 წლის მარიამ ჩავლეიშვილის ცხედარი 40 დღის წინ, 1 თებერვალს თბილისში, 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე, იპოვეს.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა. თავიდან, მარიამის გარდაცვალების სხვადასხვა მიზეზს ასახლებდნენ, რომლებსაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.

„თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხულია. მეშინოდა, რომ ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილიყო. ამას ძალიან განვიცდიდი. ექსპერტმა, რომელმაც თავდაპირველი ექსპერტიზა ჩაუტარა, მითხრა, რომ არანაირი ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მალე გახდება ცნობილი საჯარო ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა. ვერ ვხვდები, რა მოხდა. მარიამი გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ავად იყო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. 4 დღის გასული იყო სკოლაში. არ გამოვრიცხავ, რომ იმ დღეს ცოტა დალია. ამ ასაკში მეც დამილევია, ალბათ, ყველას დაულევია ცოტა. არ ვიცი, რამ გამოიწვია ჩემი შვილის გონების დაკარგვა, მაგრამ ვიცი, რომ ის ვერსიები, რაც პრესაში გამოითქვა, სიმართლესთან ახლოს არ არის.“ - ამბობს მარიამის მამა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვალების დღეს, მარიამი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მათ ადრე დაემშვიდობა და დედასთან წავიდა.

„ გუნდაობდნენ ბავშვები. მარიამმა თქვა, რომ ადრე უნდა წასულიყო, რადგან დედა ელოდებოდა. შეიძლება მისი წამოსვლა შეუმჩნეველიც კი დარჩა. იქ ცუდი გზა იყო. ვფიქრობთ, რომ ფეხი დაუცდა, წაიქცა და გონება დაკარგა. მალე პოვნა ვერ მოხერხდა და გაიყინა“, - იხსენებენ ახლობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა და, შესაბამისად, გამოძიების შედეგები ცნობილი გახდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42