ადმინისტრაციის ჩინოსნებზე დაყრდნობით, New York Times წერს, რომ ადმინისტრაცია მივიდა დასკვნამდე, რომ სანქციებით რუსეთის ეკონომიკისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. ამასთან, ზოგიერთი ჩინოსანი თვლის, რომ ეს ძლიერი ინსტრუმენტი უმჯობესია გამოიყენონ ადრე, ვიდრე - გვიან, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის კონტროლზე და მისი ანექსიის გეგმაზე უარს არ იტყვის.
ცალკეული პირების ანგარიშების გაყინვის გარდა, ადმინისტრაციას შეუძლია რუსული ბანკების წინაარმდეგ სანქციების შემოღება და პოტენციურად, ქვეყნის იზოლირება დოლარის სისტემისაგან, წერს გაზეთი.
მოსალოდნელია, რომ პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ აშშ-ის ფინანსური კამპანიის პირველი სტადია, უკვე რამდენიმე დღეში გამოცხადდება, აღნიშნავს Wall Street Journal აშშ-ის მაღალი პოსტების წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
New York Times-ის მონაცემებით, აშშ-ის წარმომადგენლებს სულ უფრო აწუხებთ, რომ პუტინი შეიძლება ყირიმზე არ გაჩერდეს, რამდენადაც რუსეთთან საზღვრის არმქონე ყირიმის ნახევარკუნძული დამოკიდებულია უკრაინულ წყალმომარაგებაზე, ელექტროობაზე და სხვა რესურსებზე, ეს კი ნიშნავს, რომ მოსკოვს შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი უკრაინული ტერიტორიების დაპყრობა ანკლავის მხარდასაჭერად.
მოამზადა ლევან ებრალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






